მეოთხე
დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის
შეფასების სტრატეგიებზე, მეთოდებსა
და ინსრტუმენტებზე. ეს მოდული დამეხმარა
გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების
ფორმები. განვიხილეთ შეფასების
ხუთი სტრატეგია. დავწერე
ჩემი პროექტის შეფასების
დროში გაწერილი გეგმა.
Sunday, September 11, 2016
მესამე დღეც არანაკლებ საინტერესო იყო, რადგან შევისწავლეთ სასწავლო ეროვნულ გეგმაზე მორგებული პროექტის დაგეგმვის მიზნები. განვიხილეთ მიზნებიდან გამომდინარე სამი ტიპის: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები. განვიხილეთ
21-ე
საუკუნის უნარ-ჩვევები და განახლებული ბლუმის ტაქსონომია. შევავსეთ ჩვენი პროექტის შაბლონის
შესაბამისი გრაფები.
Sunday, September 4, 2016
Saturday, September 3, 2016
დღეს 2016 წლის 3 სექტემბერია. დავიწყე პროექტებით სწავლების ტრენინგი. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. პირველივე დღეს კარგად დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება სკოლაში. ვეცდები ჩემი პატარები ჩავრთო სხვადასხვა საინტერესო პროექტში, გავახალისო და მრავალფეროვანი გავხადო სწავლების პროცესი.
Subscribe to:
Posts (Atom)