დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალებზე. ჩვენ შევქმნით რესურსს, რომელიც მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმა. კარგი კითხვები გააზრებულ, სხარტ პასუხებს განაპირობებს, იქნება ეს მთლიან კლასთან, მცირე ჯგუფებში თუ ინდივიდუალურად მუშაობისას. ეფექტური კითხვები მოსწავლეებს პროდუქტიულ განხილვებში რთავს, შინაარსის ღრმად გააზრებასა და კომპლექსურ აზროვნებას უწყობს ხელს. ჩემი აზრით მიწოდებული შაბლონები, ფორმები, ფოტო-მასალა, სქემები არა მარტო დაეხმარება კონკრეტულ გასაკეთებელ მასალაზე ფოკუსირებაში, არამედ უფრო მოტივირებულსაც გახდის მუშაობის პროცესში. ფასილიტაციის მასალები განსაკუთრებით ჩემი აზრით უნდა გავითვალისწინოთ სსმ მოსწავლისთვის.
No comments:
Post a Comment