საათი

თემატური გეგმები

Sunday, October 2, 2016

პროექტი - ყველაფერი ახალ წელსა და თოვლის ბაბუაზე 

დასრულდა  ტრენინგი.  ემოციური  იყო   პორტფოლიოს   ატვირთვა.  ტრენინგმა გამიღვივა  ინტერესი  პროექტებით სწავლების   მიმართ. დარწმუნებული  ვარ  მიღებული  ცოდნა  დამეხმარება  პროფესიული  საქმიანობის  უკეთ  დაგეგმვაში.
ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუხლოვდა. პროექტების სწავლების გზამკვლევმა და მასთან დაკავშირებულმა საკითხების განხილვამ ბევრი მნიშვნელოვანი რამ დაგვანახა. პროექტზე  მუშაობა  მართლაც შეუწყობს ხელს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას   და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. პროექტებით მოსწავლე უკავშირდება ცხოვრებისეულ ასპექტებს და შეძლებს დამოუკიდებლად დაფიქრდეს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენებზე. გააკეთებს დასკვნებს.  იმედია მომავალში უკეთეს პროექტს გავაკეთებ, რადგან ამ ტრენინგმა ბევრი საინტერესო იდეა და პრობლემა დამანახა. მე თვითონაც ვგრძნობ რამდენი მნიშვნელოვანი საკითხი ვისწავლე.
დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის მასალებზე. ჩვენ შევქმნით რესურსს, რომელიც მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობისთვის საჭირო თვითრეგულირების უნარის განვითარებაში დაეხმარება. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტი, შაბლონი ან ფორმა. კარგი კითხვები გააზრებულ, სხარტ პასუხებს განაპირობებს, იქნება ეს მთლიან კლასთან, მცირე ჯგუფებში თუ ინდივიდუალურად მუშაობისას. ეფექტური კითხვები მოსწავლეებს პროდუქტიულ განხილვებში რთავს, შინაარსის ღრმად გააზრებასა და კომპლექსურ აზროვნებას უწყობს ხელს. ჩემი აზრით მიწოდებული შაბლონები, ფორმები, ფოტო-მასალა, სქემები არა მარტო დაეხმარება კონკრეტულ გასაკეთებელ მასალაზე ფოკუსირებაში, არამედ უფრო მოტივირებულსაც გახდის მუშაობის პროცესში. ფასილიტაციის მასალები განსაკუთრებით ჩემი აზრით უნდა გავითვალისწინოთ სსმ მოსწავლისთვის.

დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი,ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და მათ გამოყენებაზე,შევძელით ინტერნეტიდან სურათებისა და ტექსტების გადმოწერა და აღრივხვა და გამოყენება .  დავიწყეთ სლაიდ შოუს აწყობა.

Sunday, September 11, 2016

  მეოთხე  დღე  კიდევ  უფრო  საინტერესო   აღმოჩნდა.  ვიმუშავეთ სასწავლო  პროექტის  შეფასების  სტრატეგიებზე,  მეთოდებსა  და  ინსრტუმენტებზე.  ეს  მოდული  დამეხმარა  გამეანალიზებინა  განმავითარებელი   შეფასების  ფორმები.  განვიხილეთ  შეფასების  ხუთი  სტრატეგია.   დავწერე  ჩემი  პროექტის   შეფასების  დროში  გაწერილი  გეგმა.
მესამე დღეც არანაკლებ საინტერესო იყო, რადგან შევისწავლეთ სასწავლო ეროვნულ გეგმაზე მორგებული პროექტის დაგეგმვის მიზნები.  განვიხილეთ მიზნებიდან  გამომდინარე  სამი ტიპის: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები.      განვიხილეთ  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები  და  განახლებული   ბლუმის  ტაქსონომია. შევავსეთ  ჩვენი  პროექტის  შაბლონის  შესაბამისი  გრაფები.    

Sunday, September 4, 2016

   დღე  იყო  მეტად  ნაყოფიერი.  მოვახდინეთ    თემების  შერჩევა  პროექტებისთვის  და  მიზნობრივი  განხილვა.  საინტერესო  იყო  აზრთა  გაცვლა-გაზიარების  პროცესი.  შევიმუშავეთ  სტანდარტები  და  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის  მოკლე  შინაარსი.  შევქმენით  ბუკლეტი.

Saturday, September 3, 2016

    დღეს  2016  წლის  3  სექტემბერია.  დავიწყე  პროექტებით  სწავლების  ტრენინგი.  ტრენინგი  ძალიან  საინტერესოდ  დაიწყო. პირველივე  დღეს  კარგად  დავინახე  რამდენად  მნიშვნელოვანია  პროექტებით  სწავლება  სკოლაში.  ვეცდები  ჩემი  პატარები  ჩავრთო  სხვადასხვა  საინტერესო  პროექტში,  გავახალისო  და  მრავალფეროვანი  გავხადო  სწავლების  პროცესი.